13:34 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-04 11:04:43, 1025 ნახვა

სამართალი
საია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, სახელმწიფო ინსპექტორის სარჩელი დროულად განიხილოს

საია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს დროულად განიხილოს ლონდა თოლორაიას სარჩელი.

საიას განცხადებით,  ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება უწყდება 2022 წლის 1 მარტს. ამ მომენტისათვის არჩეული იქნებიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. ამის გამო, მოვუწოდებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის პირველ მარტამდე განიხილოს კონსტიტუციური სარჩელი და მასში არსებული შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ.

მათივე ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის 2022 წლის 1 მარტის შემდეგ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ლონდა თოლორაია ვერ აღდგება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებულ თანამდებობაზე, ხოლო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს არ შეუწყდება უფლებამოსილება. შესაბამისად, იმისათვის, რომ ლონდა თოლორაიას უფლებების აღდგენა შეუძლებელია არ გახდეს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს აღნიშნულ სარჩელს და 2022 წლის 1 მარტამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ნორმის შეჩერების შესახებ. 

შეგახსენებთ, ლონდა თოლორაიამ, საიას დახმარებით, მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი დაარეგისტრირა 2022 წლის 28 იანვარს. გასაჩივრებული ნორმები ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის - პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნას. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics