|
2022-02-02 12:03:34, 464 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციას - მე არასდროს მითქვამს, რომ თბილისში უკანონო მშენებლობები არ იყო
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, მას შემდეგ რაც დედაქალაქის მერად აირჩიეს, უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო და მის აღსაკვეთად მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ღონისძიება გაატარა. „უკანონო მშენებლობები ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა და დღესაც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. მე არასდროს მითქვამს, რომ თბილისში უკანონო მშენებლობები არ იყო. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო პრობლემა და 2017 წელს, როდესაც თბილისის მოსახლეობამ ამირჩია დედაქალაქის მერად, ამის აღსაკვეთად დავიწყეთ ბრძოლა“, - განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძის თქმით, სწორედ ამიტომ შემოიღეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები. „რაც შეეხება უკანონო მშენებლობებს, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უკანონო მშენებლობებზე ჯარიმები 3 000-დან 10 000 ლარამდე იყო. როდესაც კორპუსი შენდება, იქ მილიონებზეა საუბარი. შესაბამისად, როცა კომპანიები ამხელა მოგებაზე გადიან, მათთვის ჯარიმის ეს ოდენობა არაფერს წარმოადგენს. ჩვენ კი, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დავიწყეთ ჯარიმების გაზრდა და კატეგორიების მიხედვით, 8 000-დან 50 000 ლარამდე გავზარდეთ, თუმცა, პრაქტიკაში ვნახეთ, რომ საკმარისი არც ეს იყო. ამიტომაც უკანონო მშენებლობების შესაჩერებლად, საქართველოს პარლამენტის დახმარებით, შემოვიღეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები. ვფიქრობ, ამით ჩვენ უკანონო მშენებლობებს წინ აღვუდგებით და შევაჩერებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)