|
2022-02-02 11:30:48, 555 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Meama Collect გაიხსნა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს რეისებისა და მგზავთნაკადის ზრდის პარალელურად, სერვისები, პროდუქცია და სხვადასხვა მიმართულების ტიპის ობიექტები ემატება. დღეიდან, აეროპორტის გაფრენის დარბაზში ოპერირება დაიწყო სრულიად განსხვავებული კონცეფციის Meama Collect-მა, რომლის დიზაინიც და სპეციფიკაც საგანგებოდ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტისთვის შეიქმნა. ობიექტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძემ და მეამას გენერალურმა დირექტორმა ლუკა კაპანაძემ გახსნეს. ,,მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი წარმატებული ქართული ბრენდი შემოვიდა. მეამა ქოლექთის take away კონცეფციის ობიექტი ჩვენს მგზავრებს სთავაზობს ყავისა და ჩაის მრავალფეროვან არჩევანსა თუ სხვადასხვა არომატულ კოქტეილს. უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პირველია საქართველოში არსებულ აეროპორტებს შორის, სადაც ოპერირება მეამას ბრენდმა დაიწყო. მეამას გრაფიკული ფორმებითა და ფერებით გაფორმებული Meama Collect-ის ობიექტი, რომელიც აეროპორტის გაფრენის დარბაზში მდებარეობს, ჩვენს მგზავრებს პირველივე შეხედვით სასიამოვნო სამოგზაურო განწყობას ჰპირდება. ახალ ობიექტზე 10 მდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ჩვენს მგზავრებს სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს შეუქმნიან,-“აცხადებს ლევან ცხადაძე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში მოქმედი აეროპორტებიდან არის პირველი, სადაც Meama Collect-ის ბრენდი შევიდა. ,, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გავხსენით მეამა ქოლექთის სრულიად ახალი კონცეფციის ობიექტი, სადაც მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ მოგზაურობის დაწყებამდე დააგემოვნონ, როგორც მეამას ყავისა და ჩაის მრავალფეროვანი არჩევანიდან მათთვის სასურველი გემოები, ასევე მეამას კაფსულაზე დაფუძნებული უნიკალური გემოების სხვადასხვა არომატული კოქტეილი. მეამა ქოლექთის 16 ობიექტი ფუნქციონირებს უკვე თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის მასშტაბით, ქუთაისის აეროპორტი პირველია საქართველოს აეროპორტებიდან, სადაც მეამა ქოლექთი გაიხსნა და ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი სიახლეა,-‘’აცხადებს ლუკა კაპანაძე. Meama Collect-ს საქართველოს მასშტაბით 16 ობიექტს ფლობს. მათ შორის ქუთაისში 2 ობიექტსა და ერთ მეამას სივრცეს.
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)