02:47 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 15:17:31, 468 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ყოველი უკანონო მშენებლობა დღეს უკვე სისხლის სამართლებრივი დანაშაულია

უკანონო მშენებლობების თითოეული ფაქტი სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კომპანია „მოდუსის“ მიერ სავაჭრო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში უნებართვო მშენებლობებთან საბრძოლველად შესაბამისი კანონი არ არსებობდა.

„კომპანია „მოდუსისთვის“ რეკრეაციულ ზონაში სავაჭრო ცენტრის მშენებლობის ნებართვა არავის მიუცია. მსგავსი ბევრი ფაქტი არსებობს, რაც გამოწვეულია იმით, რომ შესაბამისი კანონი არ არსებობდა. ძალიან დაბალი ჯარიმა იყო დაწესებული. კომპანიები თავისუფლად იხდიდნენ მას და განაგრძობდნენ მშენებლობებს. ჩვენ ამ პრობლემას დავუპირისპირდით. ჩვენი ინიციატივით, უკანონო მშენებლობები სისხლის სამართლებრივ დანაშაულად მიიჩნევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანია „მოდუსმა“ კერძო ტერიტორიაზე  უკანონოდ ააშენა კომერციული დანიშნულების შენობა. თბილისის მერიას აღნიშნული მშენებლობის ნებართვა არ გაუცია. შესაბამისად, რამდენჯერმე დაჯარიმდა ჯამში, 245 000 ლარის ოდენობით.

უკანონო მშენებლობებზე მუნიციპალური ინსპექცია მყისიერად რეაგირებს კანონის ფარგლებში. უფრო მეტიც, პრევენციის მიზნით, თბილისის მერის ინიციატივით, გასული წლის შემოდგომაზე პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებით შემოიღო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics