03:27 - 09 May, 2026
|
2022-02-01 12:17:38, 1022 ნახვა
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი ბელარუსში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა ამერიკელი მოქალაქეები, არ გაემგზავრონ ბელარუსში, რადგან ბელარუს-უკრაინის საზღვართან „რუსეთის შემაშფოთებელი და უჩვეულო სამხედრო მობილიზების გამო“ საშიში ვითარებაა. „უკრაინის საზღვართან უჩვეულო და შემაშფოთებელი რუსული სამხედრო მობილიზების გაზრდის გამო, აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ბელარუსში იმყოფებიან ან აპირებენ იქ გამგზავრებას, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია.გაზრდილია დაძაბულობა რეგიონში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)