|
2022-01-31 19:42:20, 775 ნახვა
მსოფლიო
The Guardian - უკრაინაში, შეთქმულების მოწყობასა და მასობრივი არეულობის დაგეგმვაში დამნაშავე მრავალრიცხოვანი დაჯგუფება დააკავეს
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის განცხადებით, კვირას, კიევში, სამართალდამცველებმა დაჯგუფება დააკავეს, რომელიც დედაქალაქში მასობრივი არეულობის მოწყობას აპირებდა. მინისტრის სიტყვით, მათი გეგმა ქალაქის ცენტრში ათასობით მოქალაქის შეკრება, ხალხის პროვოცირება და ქუჩაში ფიზიკური დაპირისპირების წამოწყება იყო. დაჯგუფების მონაწილეებს, პანიკის დასათესად, ყალბი სისხლიც აღმოაჩნდათ. შეთქმულებას მასიური სახე ჰქონდა, მასში მონაწილეობა 1500-მდე ბანდიტს უნდა მიეღო. The Guardian-ის ცნობით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები „ჰიბრიდულ“ საფრთხეებთან დაკავშირებით უფრო მეტს ღელავენ, ვიდრე რუსეთის უკრაინაში სახმელეთო შემოჭრაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო დროს, უკრაინის სხვადასხვა ნაწილში, ბომბების აფეთქებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ, პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებს სატელეფონო შეტყობინებები ეგზავნება. იანვრის პირველი კვირის მონაცემებით, ბომბის აფეთქებასთან დაკავშირებული საშიშროების შესახებ, 3000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)