16:18 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-29 11:16:05, 850 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო – მოსკოვმა გააფართოვა ევროკავშირის წარმომადგენლების სია, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, მოსკოვმა გააფართოვა ევროკავშირის წარმომადგენლების სია, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

„რუსულმა მხარემ, რომელიც ხელმძღვანელობს რეციპროციულობისა და პარიტეტის პრინციპით, გადაწყვიტა გაეფართოვებინა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლების საპასუო სია, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი არაერთი ევროპული კერძო სამხედრო კომპანიის ლიდერი შავ სიაში მოხვდა. სიაში ასევე შევიდნენ ევროკავშირის ზოგიერი ქვეყნის სამართალდამცავი უწყების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა უწყება კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ ასახელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
ევროპაში სიცხეებმა ჩინურ კონდიციონერებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გამოიწვია
1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ, ჯარიმებს შესაბამისად გამოწერენ
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics