03:04 - 09 May, 2026
|
2022-01-27 21:47:35, 937 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედია - რუსმა სამედროებმა უკრაინაში, დონბასში შეღწევა სცადეს
უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსმა სამედროებმა უკრაინაში, დონბასში, შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეღწევა სცადეს. გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, „მტრის მოქმედებებს“ დანაკარგი არ მოჰყოლია. „ლუგანსკის რაიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის თავდაცვის წინა ხაზთან ახლოს გამაგრებულმა მებრძოლებმა აღმოაჩინეს მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის შეღწევის მცდელობა.უკრაინის შეიარაღებული ძალების სიფხიზლისა და მონდომების წყალობით, მტერმა მიატოვა თავისი განზრახვა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკან დაიხია“, - აღნიშნულია „ფეისბუკ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)