04:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-27 20:39:45, 667 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილს მხარი დაუჭირა. მას რეკომენდაცია აბსოლუტური უმრავლესობით, სხდომაზე მყოფმა ყველა წევრმა გაუწია.

ხაზგასასმელია, რომ კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მეორე კანდიდატურას, თენგიზ თევზაძეს რეკომენდაცია არ მიანიჭა. აღნიშნული პირები, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კენჭს უყრიან.

უნდა ითქვას ისიც, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია. კომიტეტის წევრებმა მათ მხარი, აქაც ერთხმად დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის 5 წლის ვადით ასარჩევად, პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის (100 დეპუტატი) მხარდაჭერაა საჭირო. საკითხის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics