2022-01-27 17:18:48, 748 ნახვა
საზოგადოება
სემეკმა „თელასი“ დაუმორჩილებლობის გამო 50 ათასი ლარით დააჯარიმა
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. - აღნიშნული ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
"საქმე ეხება კომპანიის მიერ სემეკის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა.
სს „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე." - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,