02:31 - 09 May, 2026
|
2022-01-27 11:14:54, 684 ნახვა
მსოფლიო
ნედ პრაისი - თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვიმუშავებთ, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი წინ ვეღარ წავიდეს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ იმუშავებს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი წინ ვეღარ წავიდეს. „თუ რუსეთი ამა თუ იმ გზით შეიჭრება უკრაინაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ წინ არ წავა. დეტალებში შესვლას არ ვაპირებ. ჩვენ ვიმუშავებთ გერმანიასთან, რათა ის წინ აღარ წავიდეს“, - განაცხადა ნედ პრაისმა NPR-სთან ინტერვიუში. ნედ პრაისს არ დაუკონკრეტებია, დათანხმდა თუ არა აღნიშნულ ნაბიჯს გერმანია. ამასთანავე, ჯერჯერობით უცნობია, მოიცავს თუ არა ამერიკის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დასახელებული შესაძლო ეკონომიკური სანქციები ამ მილსადენის პროექტს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)