|
2022-01-26 14:54:55, 811 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა დაიწყო
თბილისის მერი ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნო. თბილისის მერიამ აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა დაიწყო. კახა კალაძის თქმით, პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება და ამისთვის ბიუჯეტიდან ჯამში, 7 მლნ ლარი დაიხარჯება. „ივერთუბნის დასახლებაში მიმდინარეობს წყალარინების ქსელის მოწყობა, რომლის არარსებობა, აქ დასახლებულ ადამიანებს, წლების განმავლობაში, სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. საარჩევნოდ ჩვენი დაპირება იყო, რომ ამ საკითხს გადავჭრიდით. პირველ ეტაპზე, სატუმბი ქსელი ეწყობა. პრობლემაა ისიც, რომ მიწისქვეშა წყლები შემოდის, მაგრამ ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც პროექტითაა გათვალისწინებული. პარალელურად, დავიწყებთ კონკრეტულ ქუჩების დაქსელვას. მთლიანად პროექტის დასრულებას ორი წელი დასჭირდება. გარდა ამისა, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ქუჩები მოასფალტდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. წყალარინების ქსელს თბილისის მერია კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მომზადებული პროექტის მიხედვით აწყობს. ტერიტორიის გარკვეული ნაწილის რელიეფური მდებარეობის გამო, წყალარინების ცენტრალურ ქსელზე თვითდინებით დაერთება შეუძლებელია, ამიტომ, პროექტის საწყის ეტაპზე, მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ქსელის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარამდე ფინანსდება და მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლოს დასრულდება. სადგურის მშენებლობის პარალელურად, ივერთუბნის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩაზე, კერძოდ, ხერხეულიძის ქუჩაზე და შერვაშიძის ქუჩის შესახვევებში მოეწყობა წყალარინების ქსელი, რომელიც შემდგომში, სატუმბ სადგურს დაუერთდება. სატუმბ სადგურს ასევე დაუერთდება ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური ქსელი. ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა ეტაპობრივად განხორციელდება და ამისთვის ჯამში, 7 მლნ ლარი დაიხარჯება.
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)