2022-01-25 10:26:01, 644 ნახვა
საზოგადოება
მეტეხის გვირაბში დასუფთავების აქცია ჩატარდა
მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ტალახისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი.
„ადგილზე მობილიზებული იყო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 50-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა.
დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.
სამუშაოების გამო, მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდა. ამ დროისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება თავისუფალია.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),