2022-01-24 17:00:07, 667 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა კულუმბეგოვი - ხვალ 10 ათასზე მეტი შემთხვევა იქნება, შიდა გადაცემის სერიოზულ ეტაპზე ვართ
ხვალ 10 ათასზე მეტი შემთხვევა იქნება, შიდა გადაცემის სერიოზულ ეტაპზე ვართ. - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
ამასთან კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ პანდემია სწორი მიმართულებით მიდის.
„პანდემიის ეს ტალღა მიდის “სწორი-მიმართულებით”, შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიყვება.
შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებას და ბუსტერ დოზის დამატებას.
დღეს ჩატარებული ტესტების 22% იყო დადებითი, ეს მიუთითებს რომ შიდა საზოგადოებრივი გადაცემის სერიოზულ ეტაპზე ვართ. ხვალ >10 ათასზე შემთხვევა იქნება რამაც არ უნდა შეგვაშინოს,“- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,