22:47 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-21 13:26:13, 895 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურის უარს ადვოკატები გაასაჩივრებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე "მთავარ არხთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პროკურატურის  გადაწყვეტილებას ექსპრეზიდენტის დაზარალებულად არ ცნობის შესახებ გაასაჩივრებენ.

მისივე განცხადებით, ადვოკატები ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებენ, რადგან სახალხო დამცველის ეწსპერტთა ჯგუფის დასკვნითაც დასტურდება, რომ მიხეილ  სააკაშვილს დაზიანებები აქვს მიღებული.

"სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნამ, რომელიც გამოქვეყნდა, დაადასტურა უტყუარად ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს მიღებული დაზიანებები და ის არის დაზარალებული პირი. დაცვის მხარე ბუნებრივია, გაასაჩივრებს ამ უკანონო გადაწყვეტილებას ჯერ ზემდგომ პროკურორთან და შემდეგ უკვე სასამართლოში. ყველა ბერკეტს ამოვწურავთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს შესაბამისი სტატუსი", - განაცხადა მიხეილ საააკაშვილის უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ "მთავარ არხთან".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics