07:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-20 17:24:50, 1121 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში იულიან შიფუს შეხვდა. ამბის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რუმინელ სტუმარს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ყურადღება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს.

„საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს და პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა რუმინეთთან თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ასევე ისაუბრეს ორმხრივ მრავალწლოვან თანამშრომლობაზე და სამომავლო ხედვებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics