|
2022-01-20 11:59:15, 955 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძის განცხადებით, პირველი თებერვლიდან დედაქალაქში 1 000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს
პირველი თებერვლიდან დედაქალაქში 1000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს. - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ახალი მიკროავტობუსების წარდგენისას განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, ახალი მიკროავტობუსები პირველ თებერვლამდე მთლიანად ჩაანაცვლებს ყვითელ მიკროავტობუსებს. მისივე თქმით, დედაქალაქში მოძრაობს 465 მიკროავტობუსი, დღეიდან პირველ თებერვლამდე კი მარშრუტებზე განაწილდება დანარჩენი 535 მიკროავტობუსიც. „წელიწად-ნახევრის წინ გაცემული დაპირება მიკროავტობუსების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით შესრულებულია. დედაქალაქის მერიამ კერძო კომპანიასთან ერთად მოახერხა მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის და სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. თქვენ იცით, რომ დავიწყეთ ავტობუსების განახლება. მთლიანად ავტოპარკი ჩანაცვლებულია და დღეს უკვე ასევე მთლიანად განახლებულია მიკროავტობუსებიც. ყვითელი მიკროავტობუსი პრობლემას ქმნიდა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, ქმნიდა დისკომფორტს, რადგან ამოწურული ჰქონდა ყველანაირი რესურსი. დღეიდან, დედაქალაქს მოემსახურება ახალი, მოწესრიგებული, ევროპული ტიპის მიკროავტობუსები, რომლის საშუალებით გადაადგილება კომფორტული იქნება. ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შევიძინეთ 1000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც უკვე დღეიდან ეტაპობრივად მთლიანად გაეშვება ქსელში და პირველი თებერვლიდან არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. ასევე, მნიშვნელოვანია ინტეგრირებული ტარიფის კომპონენტი. პირველი თებერვლიდან შესაძლებელია ინტეგრირებული ტარიფებით მგზავრობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა - მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით. მნიშვნელოვანია, რომ სააბონემენტო სისტემა, რომელიც ასევე პირველი თებერვლიდან შედის ძალაში, არის ულიმიტო და მგზავრს აძლევს საშუალებას, ბევრჯერ გადაადგილდეს ერთხელ გადახდის შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მიკროავტობუსების ჩანაცვლების პარალელურად, 20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, დედაქალაქში ეტაპობრივად ამოქმედდება მიკროავტობუსების 76 სამარშრუტო ხაზი, რომელთაგან 53 ჩაანაცვლებს არსებულ მარშრუტებს, ხოლო 23 ახალი მარშრუტი დაემატება დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას. „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და რეფორმა, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ, გრძელდება და ის ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი მთავარი იყო ავტობუსების პარკის განახლება. წლების განმავლობაში თბილისს ემსახურებოდა 1500-მდე მიკროავტობუსი, თუმცა რეფორმის ფარგლებში ჩვენ გავზარდეთ ავტობუსების რაოდენობა და მიკროავტობუსები ჩამოვიყვანეთ 1000 ერთეულამდე. დაახლოებით, 23 ახალი მარშრუტი ემატება და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა მარშრუტები იქნება ეს. ზოგადად, რაც შეეხება ავტობუსების გადაადგილებას, ჩვენ დღესაც ვმუშაობთ, რომ არ დაგვრჩეს არცერთი ქუჩა, არცერთი უბანი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებს. ყველა ადამიანს უნდა მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სადაც გათვალისწინებულია ავტობუსის ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდებოდეს ყველაზე სწრაფად და კომფორტულად. კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია რეფორმის განხორციელების პროცესში, მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენთან თანამშრომლობენ მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, რადგან, ის, რასაც ჩვენ დღეს რეფორმის სახით ვაკეთებთ თბილისში, განვითარებულმა ევროპულმა ქალაქებმა და ქვეყნებმა წლების წინ განახორციელეს. მათაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ 10-15 წლის წინ, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. შესაბამისად, ამ რეფორმის გატარება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველანაირად მოწესრიგებული და რაც მთავარია, მოსახლეობას ემსახურებოდეს გამართული, ევროპული ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ძალიან მიხარია, როგორც ქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომ დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დაწყებულია მეტროს განახლება-მოწესრიგებაც. 20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე ჩანაცვლდება შემდეგი სამარშრუტო ხაზები:
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)