2022-01-17 13:21:08, 519 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი – რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავთ
ჩვენ ვართ თავდაჯერებულები, რომ ავადმყოფებს ბინაზეც და ჰოსპიტალშიც ვუმკურნალებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, რეგულაციების გამკაცრების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„ომიკრონის“ შემთხვევაში კორონავირუსი მიმდინარეობს საკმაოდ მსუბუქად. ის მობილიზებული მედიკოსები თუ საწოლფონდი არის იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლება თეორიულად დაგვჭირდეს. ჩვენ ვართ თავდაჯერებულები, რომ ავადმყოფებს ბინაზეც და ჰოსპიტალშიც ვუმკურნალებთ და ყველა საჭირო მედიკამენტები და შესაძლებლობები გვაქვს ადგილზე. ამ მხრივ, რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავთ", – განაცხადა მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,