2022-01-15 12:45:34, 884 ნახვა
საზოგადოება
აუდიტი – ზუგდიდის ბოტანიკურში 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრში 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 6 მოლარე–კონსულტანტის ხელფასზე ჯამში 50.3 ათასი ლარი დაიხარჯა.
"ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში დასაქმებული იყო 6 მოლარე-კონსულტანტი, რომელთა ხელფასებზე დაიხარჯა 50.3 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფის მიერ ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი".- აღნიშნულია ანგარიშში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,