08:13 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-14 16:03:37, 1088 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მხარს ვუჭერ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს, რომლებსაც ფეხებზე იკიდებს მთავრობა

„მე მხარს ვუჭერ და საზოგადოებაც გვერდში უნდა დაუდგეს სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ უსახლკარო დევნილებს, რომლებსაც ფეხებზე იკიდებს მთავრობა“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილში იუწყება.

მისივე განცხადებით, იმის გამო, რომ „მატყუარა მთავრობას „დაყავი და იბატონე“ პოლიტიკა არ გამოუვიდეს“, მნიშვნელოვანია ამ ადამიანების მიმართ საზოგადოების თანადგომა და ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი.

„მე მხარს ვუჭერ და საზოგადოებაც გვერდში უნდა დაუდგეს სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ უსახლკარო დევნილებს, რომლებსაც ფეხებზე იკიდებს მთავრობა.
2008-ში, ჩვენ გაეროს თანახმად, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი პროგრამა განვახორციელეთ შიდა ქართლის დევნილთა სახლების აშენების. ათასობით სახლი თავისი ინფრასტრუქტურით აშენდა სამ თვეში. შემდეგ ჩვენ ევროკავშირთან ერთად დავიწყეთ აფხაზეთიდან დევნილების ბინების მშენებლობის პროგრამა, რომელიც 2015 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო და თითოეულ ოჯახს ჰქონოდა საკუთარი ბინა. ჩვენ ვაკეთებდით, რასაც ვამბობდით. სამწუხაროდ, ეს ხალხი არის ახლა მატყუარების ხელში ჩავარდნილი. ამიტომ, ერთადერთ საშუალებად რჩება მათი პროტესტი და საზოგადოების თანადგომა, რათა მატყუარა მთავრობას არ გაუვიდეს "დაყავი და იბატონე" პოლიტიკა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics