|
2022-01-12 16:00:43, 1616 ნახვა
პოლიტიკა
ნათელაშვილი - ხელისუფლებას შიშის ზარი დაეცა, როცა წარმოიდგინა, როგორ ვამხელ მათ პარლამენტის ტრიბუნიდან
ხელისუფლებას შიშის ზარი დაეცა, როცა წარმოიდგინა, როგორ ვამხელ მათ პარლამენტის ტრიბუნიდან. - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ნათელაშვილის განცხადებით, როცა პარლამენტის ტრიბუნას დაიკავებს ის 40 წუთიანი სიტყვის უფლებას ითხოვს. ამასთან როგროც ნათელაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლამ ყოველგვარ ბოიკოტს აზრი დაუკარგა. „ოპოზიციის პარლამენტში შესვლამ აზრი დაუკარგა ყოველგვარ ბოიკოტს. შექმნილ ვითარებაში, თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ დავიწყეთ გამოკითხვა სოცქსელებში, შევიდეს თუ არა ,,ლეიბორისტული პარტია" აი ამ ორგანიზებულ დამნაშავეთა სტრუქტურაში და ამხილოს პირადად იმ საქმეებში, რასაც უკეთებენ ქვეყანას და ხალხს. ახლა ხელისუფლებას შიშის ზარი დაეცა, როცა წარმოიდგინა, როგორ ვამხელ მათ პარლამენტის ტრიბუნიდან. გადავიდნენ დაუკრეფავში ... ერთი რამ იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა, მე მიწის ზევით ვიქნები, მიწის ქვევით, თუ კოსმოსში, მის რეჟიმს აუცილებლად დავამთავრებ. თვითონ საბრალდებო სკამზე დაჯდება- ეს კარგად დაიხსომოს. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე შემიწყვიტავენ საპარლამენტო უფლებამოსილებას, თუ არა. გამოკითხვა მიმდინარეობს და ალბათ, საგაზაფხულო სესიამდე ჩამოვყალიბდებით. უპირველესი მოთხოვნა მექნება მინიმუმ 40 წუთიანი სიტყვის უფლება, როცა პარლამენტში შევალ,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოცოიალურ ქსელში "ლეიბორისტულმა პარტიამ" გამოაქვეყნა გამოკითხვა შევიდეს თუ არა პარტია პარლამენტში.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)