23:39 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-11 21:16:36, 1825 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი გეგმავს, რომ ევროპის ქვეყნებს კორონავირუსის ენდემურ დაავადებად მიჩნევის საკითხის განხილვისკენ მოუწოდოს

ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, იგი გეგმავს, რომ ევროპის ოფიციალურ პირებს კორონავირუსის ენდემურ დაავადებად მიჩნევის საკითხის განხილვისკენ მოუწოდოს.

პედრო სანჩესის თქმით,  Covid – 19-ის მიზეზით სიკვდილიანობა უწინდელთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა, რის გამოც, იგი მარტივი სიმპტომებით, სისტემატურად გავრცელებულ ვირუსად, უკვე შეიძლება, რომ ჩითვალოს. 

პრემიერმინისტრის განმარტებით, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა, დროა, შეცვალონ ის დეტალიზებული აღრიცხვის სისტემა, რომელსაც პანდემია საჭიროებს.

ბოლო ცნობებით, ესპანეთის ჯანდაცვის ორგანიზაცია, მონიტორინგის იმ სისტემაზე მუშაობს, რომლის გამოყენებითაც ყოველი ახალი ინფექციის აღნუსხვა და სიმპტომების მქონე ადამიანთა ტესტირება, უკვე სავალდებულო აღარ იქნება. 

ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციას კი, კორონავირუსის პანდემიიდან ენდემურ ფაზაზე გადასასვლელად, საჭიროდ არა ვირუსის გაქრობა, არამედ გავრცელების სიხშირის შემცირება და ინფიცირების სიმპტომების შესუსტება მიაჩნია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics