|
2022-01-11 11:23:19, 1311 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: მხოლოდ ერთობით, საერთო ზრუნვით შევძლებთ უკეთეს თბილისში ცხოვრებას
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2022 წელს 24-საათიანი შრომით, თბილისი იქნება კიდევ უფრო გამწვანებული, უფრო მეტი განახლებული ქუჩითა და ინფრასტრუქტურით, უფრო ხელმისაწვდომი სერვისებით. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყველა გამოწვევა წარსულში დარჩება და განვითარების და აღმშენებლობის წელი იქნება. „კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას. 2022 წლის პირველ მთავრობის სხდომას ვიწყებთ სურვილით - ყველა გამოწვევა, რამაც შეგვაფერხა, ხელი შეგვიშალა, დარჩეს წარსულში და მიმდინარე წელი იყოს განვითარების, აღმშენებლობის, წარმატებების წელი ჩვენი ქვეყნის, ქალაქის და ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის. რასაკვირველია, პრობლემა უამრავია და მას ერთი ხელის მოსმით ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ მერწმუნეთ, 24-საათიანი შრომით, პროფესიონალთა ძალისხმევით, თბილისი იქნება კიდევ უფრო გამწვანებული, განახლებული ქუჩებით და ინფრასტრუქტურით, უფრო ხელმისაწვდომი სერვისებით; იქნება მეტი ხელშეწყობა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების კუთხით; ყველა დაპირებას, რაც ჩემგან და ჩემი გუნდისგან მიიღეს თბილისელებმა წინასაარჩევნოდ, აუცილებლად შევასრულებთ. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის, თანამშრომლის როლი და მონდომება, რომ არსებულ პრობლემებს შესაბამისი პასუხი გაეცეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქში მცხოვრებლებს მიმართა, რომ იყვნენ თბილისში მიმდინარე ყველა პროცესის მოზიარე და გულშემატკივარი, რადგან ეს ყველაფერი კეთდება სწორედ ხალხისთვის და მომავალი თაობისთვის. „მინდა, მივმართოთ დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ვთხოვო მხოლოდ ერთი რამ: დარჩით ამ ქალაქის გულშემატკივრად, მის მეგობრად, ყველა მიმდინარე პროცესის თანამოზიარედ. ის, რაც თბილისში კეთდება, კეთდება თქვენთვის, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ქალაქში ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. მხოლოდ ერთობით, საერთო ზრუნვით შევძლებთ უკეთეს თბილისში ცხოვრებას. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი, რაც მაძლევს ძალას, ჩემს გუნდთან ერთად, შევუდგე უამრავი მასშტაბური პროექტის განხორციელებას. ასე იყო 2017 წლიდან მოყოლებული. ყოველდღიურად ვგრძნობდით თქვენ თანადგომას, მხარდაჭერას, რაც კიდევ უფრო მეტ ძალას გვაძლევდა მუშაობისთვის. ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებები თბილისის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)