|
2022-01-10 23:35:09, 1282 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი რიაბკოვი - ჩვენ გვინდა გავიგოთ მადრიდის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები.
ჩვენ გვინდა გავიგოთ მადრიდის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ რუსეთისთვის აუცილებელია, უკრაინა არასდროს გახდეს ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა. რიაბკოვის განცხადებით, რუსეთს სჭირდება მტკიცე და ლეგალური გარანტიები და არა დაპირებები. „ჩვენ გვინდა გავიგოთ მადრიდის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ რუსეთისთვის აუცილებელია, უკრაინა არასდროს გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენთვის მისაღები იქნებოდა, თუ 2022 წელს მადრიდში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე 2008 წელს ბუქარესტის სამიტის ფორმულა, სადაც წერია, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, შეიცვლება და ჩაიწერება ეს სიტყვები – უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს იქნებოდა მისასალმებელი ცვლილება ნატო-ს პოზიციაში. ჩვენ დავიღალეთ ტყუილუბრალო საუბრით და ნახევრად დაპირებებით თუ ცრუ ინტერპერეტაციებით იმის შესახებ, თუ რა მოხდა სხვადასხვა მოლაპარაკებებზე დახურულ კარს მიღმა. ჩვენ არ ვენდობით მეორე მხარეს. ჩვენ გვესაჭიროება მტკიცე და ლეგალური გარანტიები და არა დაპირებები. ეს არის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“, – განაცხადა რიაბკოვმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სერგეი რიაბკოვთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ ნატოში ახალი წევრების მიღებაზე შეზღუდვებს არ ეთანხმება. „არავის მივცემთ ნატოს ღია კარის პოლიტიკის შეწყვეტის უფლებას, რომელიც ალიანსისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა ვენდი შერმანმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)