02:01 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-08 15:36:21, 1043 ნახვა

საზოგადოება
ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ჰეროინის მოხმარებით განპირობებული ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაციაა - ექსპერტი დასკვნას ეთანხმება

„ტვ პირველის“ მიერ დაქირავებული ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნას ეთანხმება.

მისი თქმით,  ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ჰეროინის მოხმარებით განპირობებული ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია

„დეტალურად შევისწავლე სამხარაულის საექსპერტო ბიუროს წევრის მიერ მოწოდებული საექსპერტო დასკვნის პროექტი. გავაანალიზე და შევისწავლე რა მთლიანად ეს ლაბორატორიული კვლევისა და სხვა მონაცემები, მივედი საბოლოო დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ჰეროინის მოხმარებით განპირობებული ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია, რამაც განაპირობა გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დადგა სავალალო შედეგი.

მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე რაიმე დასკვნების გამოტანა არსებულ ტრავმასა და დამდგარ შედეგს შორის საფუძველმოკლებულია და ამავდროულად, ხელის შემწყობი ფონიც გამორიცხულია ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

ცნობისთვის, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
TV პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი წერს, რომ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე კომპანიამ დაიქირვა, თუმცა გეჯაძეს ექსპერტიზის დასრულების შესახებ არ უცნობებია. წერეთელი ვარაუდობს,  რომ „დასკვნა” სასწრაფოდ შეთხზეს უკანა თარიღით.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics