|
2022-01-07 15:04:12, 622 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთის შს სამინისტრო – დაკავებულია 3 811 დემონსტრანტი, მოკლულია 26, დაშავებულია 26
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ამ წუთებში, ქვეყანის მასშტაბით 3 811 დემონსტრანტია დაკავებული. სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ 26 ადამიანი „ლიკვიდირებულია“, კიდევ 26 კი, დაშავებული. მედიასაშუალებებით ცნობილი ხდება, რომ დაკავებულებს შორისაა ყაზახეთის ექს–პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის KNB-ის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე, სამათ აბიში. ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაიღუპა 18 სამართალდამცველი, დაშავდა 748. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყახაზეთში ყველა ადმინისტრაციული შენობა დაცლილია და გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ცნობისთვის, ყაზახეთში საპროტესტო აქციები ახალი წლის პირველივე დღეებიდან იმართება. თავდაპირველად, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მაცხოვრებლებმა, საპროტესტო აქცია გამართეს მანქანის საწვავად გამოყენებული თხევადი ნავთობის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ. მოგვიანებით, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად არიან შეასრულონ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა – შეამცირონ გაზის ფასი. ამის მიუხედავად, პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიყო. გადადგა ყაზახეთის მთავრობა. ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. მთავრობამ ბეზინისა და დიზელის საწვავის ფასების სახელმწიფო რეგულირება 180 დღით დააწესა. ქვეყნის მასშტაბით, შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა. პოგრომების მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს ადმინისტრაციულ შენობებსა და პოლიციის განყოფილებებზე შტურმი, რა დროსაც, ათობით ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)