2021-12-30 12:27:06, 834 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების დახმარება მრავალშვილიან ოჯახებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, რეგიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
უწყების ცნობით, სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შეძენილი სურსათ-სანოვაგით, ტკბილეულით და სათბობი შეშით ხუთი მრავალშვილიანი ოჯახი ხაშურში, გორში, კასპსა და ქარელში დასაჩუქრდა.
საახალწლო ტკბილეული და სათბობი შეშა სამცხე - ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებმა მრავალშვილიანმა ოჯახებმაც მიიღეს. სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა სურსათ-სანივაგე და ოთხ მრავალშვილიან ოჯახს ახალციხეში, ასპინძასა და ბაკურიანში გადასცეს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),