|
2021-12-30 10:57:04, 853 ნახვა
საზოგადოება
ფოთში, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა მოეწყო
შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალმა“ საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპანიამ, შემნახველი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, სრული ინვესტიცია 7 მლნ ლარი განახორციელა, მათ შორის, 3,5 მლნ შეღავათიანი აგროკრედიტია, 500,000 ლარი კი, გრანტი. მათივე ინფორმაციით, მულტიფუნქციური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 10,000 ტონაზე გათვლილი შემნახველი ინფრასტრუქტურა განკუთვნილია კომბინირებული საკვების წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის შესანახად. შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ მაღალი ხარისხის ნედლულით უზრუნველყოფს საქონლისა და ფრინველისათვის კომბინირებული საკვების ადგილობრივ მწარმოებლებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომბინირებული საკვებწარმოების განვითარებას. 10,000 ტონა ნედლეული - არგენტინული წარმოშობის სოიოს შროტი „ფოთის მარცვლეულის ტერინალმა“ უკვე მიიღო. ნედლეული საოკეანო ხომალდზე არგენტინის პორტ სან ლორენცოში დაიტვირთა. აღსანიშნავია, რომ სიოის შროტი საქონლისა და კომბინირებული საკვების წარმოებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. საწარმოში ნედლეულის მიღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია დაესწრნენ. „ფოთში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო სტანდარტების ახალი შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მეცხოველეობის განვითარებისთვის, დასაქმებისთვის, მეტი საბიუჯეტო შემოსავლების მიღებისთვის. დღეს, როცა მეცხოველეობა ვითარდება სწრაფი ტემპით, აუცილებელია, ქვეყანაში გამართული ინფრასტრუქტურა არსებობდეს საკვები ნედლეულის შესანახად. შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები სისტემურია და უკვე იძლევა თავის წარმატებულ შედეგებს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას განცხადებით, მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნა მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)