2021-12-28 17:31:41, 513 ნახვა
საზოგადოება
გლდანში სართულშორისი ნაპრალებისა და საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები ჩატარდა
გლდანის რაიონში, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. მათ შორის, სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარე წელს 10 მისამართზე ჩატარდა, რისთვისაც რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 124 998 ლარი დაიხარჯა.
საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეების რეაბილიტაცია, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს რკინის კარის მოწყობა) კი 51 მისამართზე განხორციელდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 548 888 ლარი გამოიყო.
აღნიშნული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და 100%-ით დაფინანსდა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),