|
2021-12-27 11:38:02, 965 ნახვა
პოლიტიკა
ლონდა თოლორაია - ხელისუფლებისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი და ყველა თანამშრომელი
მათთვის მიუღებელია არამხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, არამედ მათთვის მიუღებელია ყველა თანამშრომელი, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, კანონპროექტის ინიცირების დრო ემთხვევა პერიოდს, როდესაც ის დეკრეტში იყო, ამასთანავე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა უმრავლესობა შვებულებაშია. „კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო სრულიად კონსპირაციული, მასში მონაწილეობა არ მიუღია არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, არც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დარგის არცერთ ექსპერტს. კანონპროექტის დაინიცირების დრო, რატომღაც, დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში და დაემთხვა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას, თუმცა მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. სახელმწიფო ინსპექტორმა დასძინა, რომ კანონპროექტით არა ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არმედ ლოკვიდაცია ხდება და კანონის მიღების შემთხვევაში, 2022 წლის1-ელი მარტიდან ყველა თანამშრომელი უმუშევარი რჩება. „საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა არამარტო სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, არამედ სრულიად ყველა თანამშრომლის. მათთვის მიუღებელია არამხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, არამედ მათთვის მიუღებელია ყველა თანამშრომელი, რომელიც ღია და გამჭვირვალე კონკურსით, ნეპოტიზმის გარეშე დაინიშნენ", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)