|
2021-12-22 18:15:42, 605 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - რა პოლიტიკური კრიზისიც არის, ამ პროცესით, ამის დაძლევის ვერანაირ შანს ვერ ვხედავ
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორც ჯაფარიძემ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტის მიერ დაყენებული ინიციატივით, ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის შანსი არ ჩანს. მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა იმ ყოვლისმომცველ პროცესს ეხებოდა, რომელიც შეიძლება, წლები გაიწელოს. შესაბამისად, ფაქტი, რომ საქართველოს „უზირპატორი ხელისუფლება“ ჰყავს, რომელიც ძალაუფლებას არაფრით არ თმობს, აღნიშნულ პროცესზე საუბრის დროს არ განხილულა. „რა პოლიტიკური კრიზისიც არის, ამის დაძლევის ვერანაირ შანს ვერ ვხედავ, ამ პროცესით. როგორც დღევანდელი შეხვედრიდან გავიგე, ამაზე საერთოდ, არც არის საუბარი. საუბარია, უფრო ზოგად ყოვლისმომცველ პროცესზე, რომელიც შეიძლება, დროში წლები გაიწელოს. მაგრამ, ახლა, ამ წუთში ტყეში რომ ვართ, დედა რომ არა ჰყავს ქვეყანას და პრობლემა გვაქვს ის, რომ უზურპატორი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც მთელი ძალაუფლება მიტაცებული აქვს, როგორ უნდა მოვაგვაროთ, რომ არ თმობს არანაირ ძალაუფლებას, ეს პროცესი მაგას არ ეხება. თუ უყურებთ ამ პროცესს ისე, რომ პრეზიდენტმა შეიძლება შეიწყალოს სააკაშვილი, მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეგეთი რაღაც საერთოდ არ განიხილება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)