|
2021-12-22 15:30:13, 818 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილმა მხარდამჭერებს შიმშილობა აიძულა, ამით დახურა ე.წ შერიგების თემა
სააკაშვილმა საკუთარი მხარდამჭერები აიძულა, რომ შიმშილობა გამოეცხადებინათ. - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი "ნაცმოძრაობის" წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფელების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის დაწყებას. მისივე თქმით, სააკაშვილი საკუთარი მხარდამჭერების ჯანმრთელობით სპეკულირებს. "სააკაშვილმა საკუთარი მხარდამჭერები აიძულა, რომ შიმშილობა გამოეცხადებინათ. ამით მან თავად დახურა ე.წ შერიგების თემა, რომელიც თითქოს მან თავად წამოიწყო და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს იყო კიდევ ერთი ფარისევლობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი მხარდამჭერების ჯანმრთელობით სპეკულირებს, საკუთარ თავისუფლებას საპირწონედ აყენებს საკუთარი მხარდამჭერების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს", - ამბობს პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)