|
2021-12-22 13:18:25, 1054 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის მიერ საკნიდან დროშის გადმოფენის ფაქტზე, იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწყებულ მოკვლევასთან დაკავშირებით მინისტრ რატი ბრეგაძეს მიმართავს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის, დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც კი ვერ მოიფიქრებდა. "გუშინ, ბადრაგის თანამშრომლები ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ჩემთვის ფურცელზე დახატული საქართველოს დროშის ფანჯარაზე გამოფენას და ამ დროშის ხელიდან გამოგლეჯას. პუტინის საქმეს რომ აკეთებთ, ეგ დიდი ხანია ვიცი. მაგრამ, დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა. ტყუილად კი არ თქვა დღეს ლავროვმა, რომ ქართველებს უკვე აღარ უნდათ ნატო-ში შესვლა. აქამდე ვერასდროს ბედავდნენ ამის თქმას. ოფიციალურად ვაპროტესტებ თქვენი და თქვენი თანამშრომლების მოღალატეობრივ საქციელს და გაფრთხილებთ, რომ აუცილებლად აგებთ ამაზე პასუხს", – ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)