07:56 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 11:19:56, 841 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მცენარეთა გენეტიკური რესურსების შეგროვების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის, მათი შენარჩუნების, მართვის, ეფექტური გამოყენების და გენეტიკური რესუსრების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, ასოციაციას და კერძო სექტორს გააერთიანებს, სადაც ამჟამად კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსები ინახება. 

უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მცენარეთა გენეტიკური რესურსების მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ბოტანიკის ინსტიტუტის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის “ელკანა“, სათესლე მასალის და სანერგეების ასოციაციის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  შეხვედრაზე მხარეებმა მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ ეროვნული და სერთაშორისო კანონმდებლობა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოლექციების მიმდინარე მდგომარეობა და პერსპექტივები, ადგილობრივი და საერთაშორისო მონაცემთა ბაზები, მცენარეთა გენეტიკური რესურსების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და მათი საქმიანობა განიხილეს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მცენარეთა გენეტიკური მასალა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, არასამთავრობო ორგანიზაციასა და კერძო კომპანიებში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის გენ ბანკებში ინახება. დღეისთვის გენეტიკური რესურსების მიმართულებით არ არსებობს მონაცემთა ერთიანი ცენტრალური ბაზა და ორგანო, რომელიც გენეტიკურ რესურსებზე მომუშავე არსებულ ორგანიზაციებს კოორდინებასა და დახმარებას გაუწევს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics