|
2021-12-21 20:56:02, 780 ნახვა
პოლიტიკა
გიული ალასანია - დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა და იგი პოლიტიკური პატიმარია
„დღეს ჩემი შვილი პოლიტიკური, უკანონო პატიმარია“, - მსგავსი მონოლოგით დაიწყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლა. მისი განცხადებით, დღეისათვის, საქართველო იმ დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე დგას, რომლის მოსაპოვებლადაც ქართველმა ხალხმა, ბოლო 30 წლის განმავლობაში, დიდი მსხვერპლი გაიღეს. „დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა, ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. 30 წლის განმავლობაში, ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა მოქალაქეებმა, განურჩევლად მათი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს, ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს, იმისთვის, რომ მოეპოვებინათ და შემდეგ შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა და დღეს ჩვენ სწორედ, ამ დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე ვართ. დღეს ჩემი შვილი პოლიტიკური, უკანონო პატიმარია, მას ძალიან უნდოდა, რომ დღეს ყოფილიყო თქვენთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ, მოკლებულია ამ შესაძლებლობას“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)