08:33 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-21 15:43:55, 486 ნახვა

საზოგადოება
სარაჯიშვილის ქ. N11-ში შენობის ავარიული აივნები გამაგრდა

გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქ. N11-ში მდებარე ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობის ავარიული აივნების აღდგენა-გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

აღნიშნული კორპუსის ხის  აივნები დაზიანებული იყო და საფრთხეს წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით ადგილობრივმა მცხოვრებლებმა არაერთხელ მოგვმართეს. შესაბამისად, გამგეობამ მოამზადა შენობის ავარიული აივნების გამაგრების პროექტი და სამუშაოებიც განახორციელა. შედეგად, აივნებზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციები მოაწყვეს, ბლოკით ამოაშენეს და მეტალოპლასტმასის ფანჯრები დაამონტაჟეს. ასევე, ფასადის კედლები არმატურით მოიჯავშნა, გაილესა და შეიღება.

სამუშაოებისთვის, რომელიც გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „მადლმა“ განახორციელა,  246 478  ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან  ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics