20:14 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-21 10:36:25, 722 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დავით კაჭარავას შეხვდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეს დავით კაჭარავას შეხვდა.  ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას რეგიონალური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი გაიოზ მონიავა, აჭარის არ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ბათუმისა და ჩაქვის სარაგბო კლუბების დირექტორები, გელა ქობულაძე და ირაკლი დავითაძე ესწრებოდნენ. 

ამასთანავე, შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ახალი რაგბის სტადიონის მშენებლობაზე, რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხებზე, რაგბში სპორტული შეკრებებისა და ღონისძიებების ხელშეწყობაზე.

მომავალ წელს, სოფელ ფურტიოში ახალი რაგბის სტადიონის და საზაფხულო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკის მშენებლობა იწყება, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში უმასპინძლებს ბავშვებს, როგორც საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან.

სამუშაო შევედრის შემდეგ, სტუმრებმა შუახევის მერთან ერთად, დაათვალიერეს სოფელ ფურტიოში სარაგბო ლოკაცია, სადაც შემდეგში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics