|
2021-12-20 20:37:54, 1189 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმშია ეჭვმიტანილი
ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის უკანონოდ გატანის გამო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმშია ეჭვმიტანილი. აღნიშნულის შესახებ, Strana News იუწყება. გამოცემის ცნობით, 19 დეკემბერს, მას შემდეგ რაც უკრაინის სამართალდამცავებმა პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე დაიბარეს, აღმოჩნდა, რომ ექს-პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. მისი პარტიის წარმომადგენლების განცხაებით, პეტრო პოროშენკო თურქეთსა და პოლონეთში, საქმიან შეხვედრებზეა გამგზავრებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულ საქმეში უკრაინის ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი, ვლადიმირ დემჩიშინი, ბიზნესმენი, სერგეი კუზიარა და ოპოზიციონერი პარლამენტარი, ვიქტორ მედვედჩუკიც არიან გარეულები. შეგახსენებთ, რომ ვიქტორ მედვედჩუკს, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ბრალი უკვე წაუყენეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)