|
2021-12-20 15:32:37, 653 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის პროაქტიული პოზიციისთვის, მზად ვარ შევხვდე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს და მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველშვილთან შესახვედრად. მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაბრკოლება არ შეუქმნას გიორგი მარგველაშვილს. ამასთანავე, მიხეილ სააკშვილი მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. „მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ. მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს. ასევე, მივესალმები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამასთანავე, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა და შესაბამის უწყებაში განცხადება შეიტანა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)