|
2021-12-19 12:55:21, 1174 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატი კენჭს უყრის კანონპროექტს რომელიც Nord Stream 2-ის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს
აშშ-ის სენატი კენჭს უყრის კანონპროექტს, რომელიც მომავალი წლის 14 იანვრამდე Nord Stream 2-ის მილსადენზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კანონპროექტის მისაღებად სენატის 100 წარმომადგენელიდან 60-მა უნდა მისცეს ხმა. Reuters აღნიშნავს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა პარლამენტის ამჟამინდელი სტრუქტურის გათვალისწინებით - ახლა მასში შედის 50 რესპუბლიკელი, 48 დემოკრატი და კიდევ ორი უპარტიო სენატორი, რომლებიც დემოკრატებთან კოალიციაში არიან. ადრე დემოკრატები მხარს უჭერდნენ სანქციებს Nord Stream 2-ის წინააღმდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ზაფხულში შეერთებული შტატები და გერმანია შეთანხმდნენ, რომ ისინი დაუშვებდნენ Nord Stream 2-ის დასრულებას დამატებითი სანქციების დაწესების გარეშე. სანაცვლოდ, ქვეყნებმა გადაწყვიტეს მიაღწიონ რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების 10 წლით გახანგრძლივებას, ასევე მოსკოვის მიერ გაზის მიწოდების „იარაღად“ გამოყენების დაუშვებლობას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)