|
2021-12-19 11:53:44, 847 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ ჯიშკარიანი - აუცილებელია, განხორციელდეს რეკომენდაციები, რომლებიც „ემპათია“-მ გასცა და სააკაშვილის მკურნალობა დაიწყოს
ცენტრ „ემპათია“-ს ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აუცილებელია ცენტრ „ემპათია“-ს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაკმაყოფილდეს და მოძიებული იქნას ისეთი კლინიკა, რომელშიც ექს-პრეზიდენტის მკურნალობა ნეირორეაბილიტაციის მიმართულებით შესაძლებელი გახდება. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა და ის ჰოსპიტალია პასუხისმგებელი, რომელშიც აღნიშნული პირი ახლა მკურნალობს. „პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა, სასჯელაღსრულების სისტემა და ის ჰოსპიტალი არის, სადაც მკურნალობს. სამწუხაროდ, არ არის ეფექტური მკურნალობა, კვლავ არის წამყვანი ვერნიკეს სინდრომი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში და ეს არის საფრთხის შემცველი სინდრომი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის ინვალიდიზაცია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, აუცილებელია, განხორციელდეს ის რეკომენდაციები, რაც ცენტრმა "ემპათია"-მ გასცა და მოძიებული იქნას ისეთი კლინიკა, სადაც წავა ნეირორეაბილიტაციის მიმართულებით მისი მკურნალობა“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)