17:54 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-18 13:57:58, 698 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ხალხთან შესარიგებელი არაფერი გვაქვს, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან

ჩვენ ხალხთან შესარიგებელი არაფერი გვაქვს, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც ხალხისგან განდგომილია, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "საყოელთაო შერიგებასთან" დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველა უნდა შეუერთდეს საპარლამენტო სამუშაო პროცესს. 

"ჩვენ ვართ შერიგებულები ჩვენს ხალხთან, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან და შესაბამისად ჩვენ ვზრუნავთ ხალხზე. დღეს პრემიერმინისტრის ანგარიში ეყრდნობოდა ხალხისა და ქვეყნის საჭიროებებზე ზრუნვას. ჩვენ არაფერი შესარიგებელი არ გვაქვს ხალხთან, ჩვენ ვართ შერიგებულიც და მანდატი გვაქვს ძალიან მყარი ხალხისგან, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც განდგომილია ხალხისგან. დღეს პრემიერმინისტრის ანგარიში ეხებოდა იმას, თუ როგორ იზრუნოს ხელისუფლებამ ხალხზე, ქვეყანაზე, სახელმწიფოზე. ეს არის ჩვენი მთავარი ორიენტირი. რაც შეეხება ოპოზიციას და მასთან ურთიერთობას, ჩვენ აქაც ძალიან მკაფიო ხედვა და გზავნილი გვაქვს. გზავნილი არის ის, რომ ყველა უნდა შეუერთდეს საპარლამენტო სამუშაო პროცესს, ჩაერთოს ბოლომდე ამ პროცესში და უნდა გახდეს ზუსტად იმ პროცესების შემადგენელი ნაწილი...

ჩვენ ერთადერთი რაც გვაინტერესებს, არის ის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩართული ყველა პროცესში. თუ ისინი გამოავლენენ სათანადო ნებისყოფას და ჩაერთვებიან ყველა იმ პროცესში, რაზეც საუბრობდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი, მათთვის და ქვეყნისთვის იქნება კარგი", – განაცხადა კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics