2021-12-17 17:48:45, 618 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა - თორნიკე რიჟვაძემ ,,ოცნების ქალაქის" პირველ მობინადრეებს თავიანთი ბინა დაათვალიერებინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ე.წ. ოცნების ქალაქის კომპლექსს 11 წლის ანრისთან და 15 წლის კახასთან ესტუმრა და ბავშვებთან ერთად ის ბინა დაათვალიერა, რომელიც მათ 2022 წლის დასაწყისში გადაეცემათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, აჭარის მთავრობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, თორნიკე რიჟვაძე ბავშვებთან ერთად, ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონს ესტუმრა. იმის გამო, რომ ბავშვები ფეხბურთის გულშემატკივრები არიან, ისინი ბათუმის დინამოს აკადემიაში დაიწყებენ სწავლას.
„ბავშვებს მამა ავარიაში, ხოლო დედა კორონავირუსით 1 თვის წინ, გარდაეცვალათ. ისინი ოცნების ქალაქში ერთად ცხოვრობდნენ“, - წერია განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),