|
2021-12-17 16:46:56, 713 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - სააკაშვილი, შეიძლება უფრო სუსტადაც არის, ვიდრე ორი კვირის წინ იყო
პოლიტიკური პარტია „დროა“-ს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ საქართვეოს მესამე პრეზიდენტი, მის წინა ვიზიტთან შედარებით, უფრო სუსტად გამოიყურება. მისივე თქმით, ექს-პრეზიდენტის განწყობა, სისუსტე თუ ნებისმიერ სხვა რამ, იმ ტრავმასთან არის დაკავშირებული, რომელიც მან სახელმწიფო ქმედებების გამო მიიღო. „ამ ორი კვირის განმავლობაში, შეიძლება უფრო სუსტადაც არის, ვიდრე მაშინ იყო. რაც ჩემთვის ნაცნობია აქვს კვების პრობლემები, რაც ჩემთვის ნაცნობია, იმიტომ რომ რთულია შეჩვევა ჭამის და ამ პირობებში, რა თქმა უნდა, მას კიდევ უფრო უჭირს... მისი განწყობა იქნება ეს, თუ სისუსტე თუ ა.შ. არის კონკრეტულად დაკავშირებული იმ ტრავმასთან, რომელიც მან მიიღო მათ შორის სახელმწიფო ქმედებების გამო. ჩვენ უკვე გვაქვს მყარი სამედიცინო დასკვნა, რომ მას პოსტტრამვული სინდრომი აქვს. ეს მასთან საუბარში ძალიან თვალსაჩინოა. ვისაუბრეთ პოლარიზაციის დაძლევის აუცილებლობაზე, რაც მას ძალიან კარად ესმის. რა თქმა უნდა, არის გეგმებიც. ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობიანი პროტესტის გეგმები. პოლიტიკური დევნის საეჭვო ბევრი ნიშნებია გვარამიას, ხაზარაძის, ჯაფარიძისა და ტელევიზიების წინააღმდეგ. ამ საერთო სურათში, ასევე გამოჩნდა პრეზიდენტის ინიციატივა, რომელსაც მეც ძალიან ინტერესით ველოდები. მიხეილ სააკაშვილიც აფასებს ამას, როგორც ძალიან მნიშვნელოვან პროცესს და აქვს მის მიმართ მოლოდინი, არამხოლოდ თავის თავთან მიმართებაში. ეს არ არის, უბრალოდ შესაძლებლობა, რომ მის მიმართ გადაიდგას ნაბიჯები. მას კარგად ესმის ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტონითა და სულისკვეთებით საუბარი“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)