|
2021-12-16 19:58:04, 743 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთი რისი ამბიციაც მაქვს არის, დავეხმარო ამ ქვეყანას, თქვენ და საზოგადოებას
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკური პარტიები ორბელიანის სასახლეში, უკვე მიიღო. პარტიებს შორის არიან, როგორც მმართველი გუნდის წევრები, ასევე ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებიც. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს, სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ დროა, ქვეყანა გადავიდეს „ახალ პოლიტიკაზე“. მისი განცხადებით, იგი თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ მან აღნიშნული პროცესი წამოიწყოს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მომავალ დღეებში, სამხედრო ხელმძღვანელებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან სხვა ღონისძიებებიც იქნება ორგანიზებული. „მიღების სესახებ ბევრი შეკითხვა გაისმა. ასეთი ტიპის მიღება სხვა ქვეყნის პრეზიდენტისთვის ძალიან ჩვეულებრივი რამ არის. მომავალ დღეებში, მექნება სხვა ღონისძიებები სამხედრო ხელმძღვანელებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ასე გაშლილი იქნება, რადგან საშვალება არ გვეძლევა ყველა ერთად მოვიწვიოთ გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე. ამიტომ, ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა. მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მოგილოცოთ. ამავე დროს, არ დავმალავ, რომ ამასაც თავისი მიზანი აქვს. იგი არის ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა მნიშვნელოვანია, შეიცვალოს რაღაც ოდენობით მაინც ის განწყობა, რომელიც დღეს, აწვება ქვეყანას. ამით, ახალი არაფერი ჯერ შემოვა, ეს არის პირველი ნაბიჯი, თუნდაც ასე, ერთად დგომა პოზიტიურად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, დაძაბულობას, რომელმაც ჩაძირა, გააჩერა ჩვენი ქვეყანა. პრაქტიკულად, არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტაც შეგვიძლია ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე. ამდენად, ამ პროცესის დაწყება მგონია, რომ არის დროული. 30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო არის ზრდასრული და დრო არის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ ზრდასრულ, „დამწიფებულ“, ახალ პოლიტიკაზე. მართალია, ძალიან რთული პროცესები გავიარეთ, სადაც სულ იყო დაპირისპირება. მგონი, არავის არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განმეორებით დავინახოთ. ეს წარსულის ფურცლები, რომლებიც ერთად არ გაგვიაზრებია, არის ის ფურცლები, რომლებიც ლოდებად გვაწვება დღეს. საზოგადოება გადაღლილია. მდგომარეობა, რომელსაც ყველა განიცდის, გაუსაძლისია. ამას ემატება კოვიდი, სოციალური და ეკონომიკური პირობები. პრაქტიკულად, ქვეყანაში ამის დამშვიდების პერსპექტივა არ არის, რათა მივხედოთ იმ საკითხებს, რომლებიც ნებისმიერი ქვყნისთვის არის მთავარი. ესენია: შიდა განვითარება, სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება. ყველაფერი დაყოფილია, თუნდაც ეკლესია. სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?! გვავიწყდება გარე მსოფლიო, შიგნით ვუყურებთ ყველაფერს. რა ხდება, როგორ ხდება, რა საფრთხეები, რა შესაძლებლობები... ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან, რადგან არავის არ უნდა, რომ სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს. ქვეყანაში, სადაც ვერ ხედავენ, თუ რა არის მათთვის პერსპექტივა - ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, პირდაპირ ვგრძნობ ჩემ პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ. ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო. მე ვატარებ ამ პასუხისმგებლობას. ამის იქით, არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ მაქვს. ერთადერთი რისი ამბიციაც მაქვს არის, როგორც შემიძლია დავეხმარო ამ ქვეყანას, თქვენ და საზოგადოებას, რათა დავიწყოთ მაინც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. პროცესში თქვენი ჩართულობა აუცილებელია“, - მიმართა პრეზიდენტმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)