21:24 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 14:18:14, 606 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი - არ ველოდები, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგება, სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გადაწყვეტილება „ოცნებამ” მიიღო

არ ველოდები, რომ რომელიმე პირის პასუხისმგებლობა დადგება, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გადაწყვეტილება მიიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი აცხადებს.

ამასთან, ადვოკატი შოთა თუთბერიძე ინსპექტორის გამოძიებას მიესალმება და ამბობს, რომ გამოძიების ეფექტურად ჩატარებისთვის ყველა გზას იღონებს.

"ბუნებრივია არ ველოდები, რომ რომელიმე პირის პასუხისმგებლობა დადგება, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გადაწყვეტილება არ მიუღია ციხის რომელიმე ადმინისტრაციის თანამშრომელს ან ციხის დირექტორს, ან თუნდაც პენიტენციური სამსახურის რომელიმე დეპარტამენტის უფროსს - ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის მიიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ამიტომ ბუნებრივია, სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებას მივესალმებით და ბოლომდე ვითანამშრომლებთ და ყველაფერს ვიღონებთ, რომ გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად ეფექტურად, თუმცა სახელმწიფო ინსპექტორი არ არის პოლიტიკური ხელისუფალი, მას არც ბრალის წაყენების უფლებამოსილება აქვს და არ ველოდებით, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლება მოინდომებს საკუთარივე ბრძანების შემსრულებლები დასაჯოს". - განაცხადა თუთბერიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics