|
2021-12-14 21:56:08, 687 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ თოიძე - მდგომარეობა შეიძლება იმდენად დამძიმდეს, რომ მივიღოთ მიხეილ სააკაშვილი არა ჯანსაღი გონებით, არამედ, ინვალიდი
ცენტრ “ემპათია”-ს ნერვოლოგის, ოთარ თოიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, შესაძლებელია იმდენად დამძიმდეს, რომ საბოლოოდ, მივიღოთ მიხეილ სააკაშვილი არა ჯანსაღი გონებით, არამედ ინვალიდი. ,,ის იღებდა წამალს, რომელიც არ უნდა მიეღო, ეს მედიკამენტი დანიშნულ იქნა არადანიშნულებისამებრ. წამლის ის დოზა, რომელსაც ის იღებდა, ნამდვილად არ არის ტოქსიკური, მაგალითად, თქვენ რომ დალიოთ, მე რომ დავლიო, არაფერს არ გვიზამს, მაგრამ ადამიანი, რომელიც შიმშილობს, 50 დღის განმავლობაში პერმანენტულად კარგავს გონებას, აქვს წნევის ვარდნები, სხვადასხვა ნევროლოგიური და არანევროლოგიური გართულებები, ამ შემთხვევაში წამლის პატარა დოზაც მოქმედებს, როგორც ტოქსიკური. პრეპარატ „კეტილეპტს“ აქვს თავისი ინსტრუქცია, ნებისმიერს შეუძლია ჩაიხედოს და ნახოს, ეს პრეპარატი ინიშნება თუ არა ძილის მოსაწესრიგებლად, ფართოდ გავრცელებულია, როგორც საძილე პრეპარატი, თუმცა, ეს არ არის მისი პირდაპირი ჩვენება, მას გააჩნია ძილის მომგვრელი ეფექტი, ისევე, როგორც, ვთქვათ, ალკოჰოლურ სასმელს, შეიძლება დალიო და დაგეძინოს, მაგრამ ის არ არის წამალი. არის საძილე მედიკამენტების მთელი არსენალი, რომელიც შესაძლებელი იყო, დანიშნულიყო. მკურნალობას რაც შეეხება, ლაპარაკია მულტიპროფილურ და სპეციალიზებულ დაწესებულებაზე და არა მულტიფუნქციურ დაწესებულებაზე. რაც შეეხება მულტიპროფილურ სპეციალიზებულ დაწესებულებას, სადაც მკურნალობენ ანორექსიით დაავადებულ პაციენტებს ან ნაშიმშილებ პაციენტებს, გართულებით, რომელიც ახლა ბატონ მიხეილს აქვს - პოსტტრავმული სტრესი და ვერნიკეს ენცეპალოფატია, რომელიც შეიძლება იმდენად დამძიმდეს, რომ ჩვენ მივიღოთ არა მიხეილ სააკაშვილი ჯანსაღი გონებით, არამედ, ინვალიდი მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა ოთარ თოიძემ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)