2021-12-14 11:21:04, 535 ნახვა
საზოგადოება
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ რეგიონულ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ - გიორგი ბაგრატიონმა იმერეთი-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონულ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა. გიორგი ბაგრატიონმა სამმართველოების ხელმძღვანელებთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა და თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა. - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა. აღნიშნულ თანამდებობაზე მერაბ ასანიშვილი დაინიშნა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),