22:24 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-13 11:23:54, 791 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმის საკრებულოში ხმაურია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მერის კაბინეტი დაიკავეს

ბათუმის საკრებულოში ხმაური გრძელდება - ოპოზიციის წევრები მერის კაბინეტიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

საკრებულოს დეპუტატები ქალაქის მერს უკანონო მშენებლობებსა და კორუფციაზე განმარტებას სთხოვენ.

"ჩვენ არსად არ ვაპირებთ გასვლას, ადამიანს მოვუტანე დოკუმენტი, რომ კორუფციაა მერიაში და  იარაღიან თანამშრომელზე მეუბნებით საშიშროებას არ წარმოადგენსო. რა პასუხიი უნდა მივიღო მერისგან რომელიც ხმას არ იღებს?" -  აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.

დეპუტატების თქმით, მტკიცებულება არსებობს, რომ ზედამხედველობის უფროსის მოადგილე იარაღით დადის.

"არსებობს ვიდეო-მტკიცებულებები, სადაც ზედამხედველობის უფროსის მოადგილე, ბესიკ ცეცხლაძე სამშენებლო ობიექტზე იარაღით მიდის და ემუქრება იქ მომუშავე ადამიანებს." - ამბობს "ნაცმოძრაობის" დეპუტატი.

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი ოპოზიციონერ ლიდერებს გაესაუბრა. ჩიქოვანი ამობოს, რომ გამოძიება დაწყებულია.

"მიმდიანრეობს წარმოება მონიტორინგის ნაწილში, მოქალაქის მხრიდან მოხდა წინააღმედგობის გაწევა, ჩვენ ჩვენს ნაწილში წარმოებას ვაგრძელებთ, ბუნებრივია შესაბამისი რეაგირება იქნება, დანარჩენ ნაწილთან დაკავირებით დაწყებულია გამოძიება."- აცხადებს ბათუმის მერი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics