2021-12-10 18:18:31, 762 ნახვა
საზოგადოება
ხერგიანის N7 კორპუსში ლიფტის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა ლიფტების რეაბილიტაცია.
ამჯერად, ხერგიანის N7 საცხოვრებელი კორპუსის II სადარბაზოში ლიფტი მოეწყო, რაც აქამდე არ არსებობდა. შახტისა და ლიფტის მონტაჟისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 72 685 ლარი დაიხარჯა. ამასთან, მსგავსი ტიპის სამუშაოები მიმდინარე წელს ხერგიანის N7 კორპუსის I სადარბაზოშიც განხორციელდა.
დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.
2021 წელს, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ რეაბილიტაცია 28 ლიფტს ჩაუტარდა. ამჟამად, აღნიშნული სამუშაოები კიდევ ექვს მისამართზე მიმდინარეობს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),